საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“ -ს სარჩელი წარმოებაში მიიღო – საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეჩერდა

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ადვოკატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს “რუსთავი 2”-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები, სასარჩელო განცხადებაში გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.
ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
რუსთავი 2-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები