ყულევის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლების ჩაღვრის გამო გემი დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე მალტის დროშით მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს. სამართალდამრღვევმა ყულევის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს 65 000-ლარიანი ჯარიმის გარდა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა, რომლის ოდენობაც 3000 ლარს აღწევს. აღნიშნული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.