თინათინ ხიდაშელმა რუმინელ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
თინათინ ხიდაშელმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და რუმინეთის რესპუბლიკის ელჩს, რუმინეთის ხელისუფლებასა და რუმინელ ხალხს მიუსამძიმრა.
„ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას. ჩვენი ვალია, რომ ამ მცირედით მაინც შევეხიდოთ, შევეხმიანოთ და ვუთხრათ, რომ მძიმე წუთებში ჩვენ, საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო მათ გვერდით ვართ და ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები