პარლამენტში დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებს ელოდებიან

საქართველოს პარლამენტში განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრებს, ასევე სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ელოდებიან.
მთავრობის რამდენიმე წევრის მოსმენა, კომიტეტების ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის – “ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის” შესრულებასთან დაკავშირებითაა დაგეგმილი.
მინისტრები თავიანთი პროფილის კომიტეტებში მთავრობის საქმიანობის 2015 წლის 6 თვის ანგარიშით წარდგებიან. კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე დეპუტატებს ინფორმაციას პაატა ზაქარეიშვილი მიაწვდის. ასევე კანონმდებლების წინაშე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პირველად წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები