გიორგი კვირიკაშვილი ამერიკაში ქართულ მონასტერს ესტუმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მერილენდში მდებარე ქართულ მონასტერს ესტუმრა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად წმ. ნინოს დედათა მონასტერი მოინახულა, საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო და ტაძრის მსახურებსა და მრევლს გაესაუბრა.
ქართული მართლმადიდებლური ტაძარი მერილენდში ეპისკოპოს საბას ხელმძღვანელობით ფუქნციონირებს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტაძრის წინამძღვარსა და დედაოებს, ტაძრის ფარგლებში ჰუმანიტარული და საგანმანათლებო საქმიანობისთვის, რაც ქართული კულტურის, ისტორიის, ღვთისმსახურებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება.