პატრიარქმა “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” ფოტოს მკრეხელობა უწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიას უნივერსიტეტში გამოფენილ “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” ფოტოს მკრეხელობა უწოდა.
როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ეს ჩვენი სარწმუნეობის შეურაცხყოფაა.
პატრიარქმა სინანული გამოხატა, თუ როგორ დაუშვეს მსგავსი ტიპის მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.
“წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან”, – ბრძანა ილია მეორემ.
ილიას უნივერსიტეტში რამდნეიმე დღის წინ გამოფენა მოეწყო. მრავალნაირი სურათებიდან საზოგადოების წყრომა ერთ- ერთმა ნახატმა დაიმსახურა, რომელსაც “თვითმკვლელი ღვთისმშობელი” ჰქვია. ნახატზე ღვთისმშობელი თავს იკლავს. ნახატი ქუთაისელ თვითნასწავლ მხატვარს ლია უკლებას ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები