წინასწარი მონაცემებით, მარტვილში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, სოსო დანელია ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 19 უბნის შედეგების მიხედვით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მარტვილში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო დანელია ლიდერობს.
ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპზე დათვლილი ხმების რაოდენობით, სოსო დანელიას ხმა 4412-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 69,63 %-ს შეადგენს.
1924-მა ამომრჩეველმა (30,63 %) დაუჭირა მხარი “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატ ეთერ მეძველიას.
მარტვილში ხმის მიცემა დღეს სულ 39 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები