ცესკო: საგარეჯოს 10 უბნის შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატი, თამარ ხიდაშელი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 10 უბნის შედეგების მიხედვით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თამარ ხიდაშელმა არჩევნებში მონაწილეთა  ხმების 51,1 % (923 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზე – 45,68 %-ით (825 ხმა) “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილია, შემდეგი პოზიციები კი ასე ნაწილდება: მიხეილ ანდღულაძე – 1,71 %, გიორგი დავითაია – 1.05 % და ზურაბ ჯორბენაძე – 0,44 %.
საგარეჯოში სულ 50 საარჩევნო უბანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები