ცესკო პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს უახლოეს რამდენიმე საათში გამოაცხადებს

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს რამდენიმე საათში გამოაცხადებს, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
როგორც მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, ღამის 12:00 საათზე გახდება ცნობილი.
ცესკოში ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე, მადლობა გადაუხადეს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის ხელშეწყობისთვის.
პარლამენტის შუალედური არჩევნები ორი ოქლში გაიმათა- საგარეოჯოსა და მარტვილში. საგარეჯოში კონკურენტები არიან – “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელი და “პატრიოტთა ალიანსიდან” – ირმა ინაშვილი; მარტვილში – “ქართული ოცნებიდან” სოსო დანელია, “პატრიოტთა ალიანსიდან” – ეთერ მეძველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები