საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხმებს ითვლიან

საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
როგორც მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,
კენჭისყრის პროცესი დასრულდა, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.
მას შემდეგ, რაც ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემაჯამებელ ოქმებს მიიღებს,  დოკუმენტები ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება.
რაც შეეხება ამომრჩევლების აქტივობას, 20:00 საათის მონაცემებით, საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 34,43 %-მა, მარტვილში – 39,99 %-მა.
საკრებულოს არჩევნებს რაც შეეხება, დმანისში ამომრჩეველთა – 34,98 %-მა, ვანში – 47,57 %-მა, ხოლო ხობში – 54,14 %-მა მიიღო მონაწილეობა.
საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.
გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები