მარტვილში საარჩევნო უბნები დაიხურა

მარტვილის საარჩევნო ოლქში 39 -ვე უბანი 20:00 საათზე დაიხურა. უკვე ცნობილია, რომ შუალედურ არჩევნებში 13 ათას 424-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 40, 06 პროცენტია.
როგორც ოლქის თავმჯდომარე აცხადებს, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალი იყო.
დამკვირვებლების ინფორმაციით, 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 13 საჩივარია შესული და მათივე თქმით, დარღვევები, ძირითადად, ტექნიკური და პროცედურული ხასიათის იყო, რაც შედგებზე ზეგავლენას არ იქონიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები