ანა მიქელაძე: ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე არასწორად მიდიან

ამ დროისთვის არჩევნებზე რამდენიმე მცირე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი, მარტვილში, ათი წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რაც გამოწვეული იყო მარკირების აპარატის დაზიანებით.
ასევე მარტვილში ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც დაზიანებული იყო ლუქი, თუმცა სპიკერის ცნობით, ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.
მისივე ინფორმაციით, საგარეჯოს მეხუთე საარჩევნო უბანში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონვერტების 50-ცალიან შეკვრას 1 კონვერტი აკლდა. კომისიამ კონვერტები ხელახლა გადათვალა, თუმცა დანაკლისი არ აღმოჩნდა.
ასევე, მიქელაძე აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე არასწორად მიდიან, თუმცა მათ საუბნო კომისიის წარმომადგენლები რეგისტრაციის ზუსტ მისამართს უთითებენ.
“იყო მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ხასიათის პრობლემა. ყველა მათგანი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები