ირაკლი შოთაძე: უსაფრთხოების ზომები იყო ძალიან დროული

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ტელეკომპანია“რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება ეს იყო უსაფრთხოების ზომების ძალიან დროული გააქტიურება. მისივე თქმით, ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კერძო მესაკუთრეებს შორის დავაა.
„სათვალთვალო კამერების დამონტაჟება, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გააქტიურება მიმდებარე ტერიტორიაზე, ვფიქრობ, რომ ეს უსაფრთხოების ზომები იყო ძალიან დროული და ეს პრევენციული ღონისძიებები, ისევე როგორც, ზოგადად, დამნაშავეების დასჯა და საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა შოთაძემ.
ამასთან, მთავარი პროკურორის მოადგილე, უკრაინულ საიტზე განთავსებულ სკანდალურ ჩანაწერებსაც გამოეხმაურა. “სამართალდამცველმა ორგანოებმა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს უკრაინულ კომპეტენტურ ორგანოებს. შესაბამისად, ამ დანაშაულის სპეციფიკიდან, ვინაიდან ეს ჩანაწერები ატვირთულია უკრაინაში, გაცილებით მარტივია უკრაინელი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. „რუსთავი 2“-ის მიმდინარე სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობები”, – განმარტა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები