სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პროექტის – „ძლიერი ქალები სოფლად“ შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლირებისა და ლიდერობის ხელშეწყობისთვის პროექტის – „ძლიერი ქალები სოფლად“ შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტი საერთაშორისო ასოციაციის „ქალი და ბიზნესი“ და ბიზნესის განვითარების ცენტრ „კავკასიის“ მიერ ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ოქსფამის“ (OXFAM) მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.
გოჩა ცოფურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ქალების ჩართულობისა და განსაკუთრებული როლის შესახებ და ამ მიმართულებით პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტის – „ძლიერი ქალები სოფლად“ მიზანს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და ლიდერობის ხელშეწყობასთან ერთად, თემსა და რეგიონში მათი გააქტიურება და სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს.
გამართულ ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ევროკავშირის, ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, აგარარული დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები