გოჩა ცოფურაშვილი სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის განხილვას დაესწრო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „საქართველოს სტატისტიკური შესაძლებლობების შეფასება და სტრატეგიული დაგეგმვა სოფლის მეურნეობის სტატისტიკაში“. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკური სისტემის შეფასების დოკუმენტის ძირითადი შედეგები. განიხილეს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის სტრუქტურაც. სამუშაო შეხვედრა პრეზენტაციებისა და დისკუსიების რეჟიმში წარიმართა.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სტრატეგიული გეგმის მომზადების დასრულება წლის ბოლომდეა დაგეგმილი. მსგავსი ტიპის დოკუმენტი საქართველოში პირველად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის მზადდება. ღონისძიებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ,,საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები