აშშ-ს ელჩი ლუგარის ლაბორატორიას ეწვია

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა.

დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მიმოიხილა და ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის ელჩი იან კელი ცენტრის სტრუქტურას გაეცნო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული, საერთაშორისო ქსელებში ჩართული ლაბორატორიები დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის დათვალიერების შემდეგ, სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის ოფისის (CDC), აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და ვოლტერ რიდის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მიიღეს. დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის არარსებობის შემთხვევაში, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში ვერ განხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები