დავით გალეგაშვილი ევროკავშირის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ბორჯომში ENPARD -ის – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში სოფლის განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ საპილოტე პროექტს კონსორციუმი Mercy Corp ბორჯომის მუნიციპალიტეტში განახორციელებს. Mercy Corp -ის პარტნიორები პროექტის განხორციელების პროცესში იქნებიან Angus Council, რომელიც ანალოგიურ პროექტს შოტლანდიაში ახორციელებდა და ავსტრიის ფედერალური ინსტიტუტი, რომელიც ავსტრიაში მაღალმთიანი რეგიონებისა და ცენტრს მოწყვეტილი ადგილების განვითარების ექსპერტიზას ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში თემებისა და თვითმმართველობის მეტ ჩართულობას ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. პროექტის ფარგლებში მოხდება დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა ახალი საპილოტე პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნული პროგრამის საპილოტე პროექტები, გარდა ბორჯომისა, ლაგოდეხსა და სტეფანწმინდაში განხორციელედება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო (LAG) ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შემდგომში სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელნი ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე. პროგრამის პრეზენტაციას ევროკავშირის, ოთხი კონსორციუმის – Oxfam, Mercy Corp, Care, People in Need, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები