დავით ბაქრაძე პირველ კლასიკურ გიმნაზიას ეწვია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პროექტის ,,დაბრუნება სკოლაში” (Back to School) ფარგლებში პირველ კლასიკურ გიმნაზიას ეწვია.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტი მაღალი თანამდებობის პირების, ცნობილი ადამიანების საკუთარ სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან და პედაგოგებთან შეხვედრებს ითვალისწინებს. დავით ბაქრაძის განცხადებით, ის მთავარი სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია – ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, რელიგია და ენაა.
,,დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. 11 წელი გავატარე ამ სკოლაში და მოვედი თქვენთან შესახვედრად, რომ გითხრათ, რა ღირებულებითი კავშირი აქვს საქართველოს ევროპასთან, რომ ის მთავარი სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია -ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, რელიგია და ენა, ყველაზე კარგად არის და იქნება დაცული დიდ ევროპულ ოჯახში, რადგან მათ კარგად იციან თავად, როგორ წარმოაჩინონ მათი კულტურა, როგორ პატივი სცენ და დაიცვან მშობლიური ენა და ისტორია”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სახელწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და იმ სარგებელზე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები