დავით ნარმანია იტალიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია იტალიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, იტალიის საელჩოს კომერციული ატაშე მასიმო მარიანი ესწრებოდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, იტალიურ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.
თბილისის მერის თქმით, ამის მაგალითია იტალიურ კომპანია „გრივენთან“ თანამშრომლობა, რომელიც თბილისის ანძის განათების განახლებაში მონაწილეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში იტალიური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე, მათ შორის ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და სამშენებლო სფეროში. ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩია 2015 წლის პირველი სექტემბრიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები