ზურა ვაზაგაშვილის დედა: მკვლელები უფრო მეტს იმსახურებდნენ

 ე.წ. კორტების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ ვაზაგაშვილის დედა – ციალა შანავა ეხმაურება. მისი განცხადებით, დამნაშავეები უფრო მეტწლიან სასჯელს იმსახურებენ და განაჩენი მისთვის საკმაოდ მცირეა.
“რაც კორტებთან მოხდა, მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ. მსგავსი უსამართლობა არ მინახავს”, – განაცხადა ციალა შანავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალდებულები – ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ ცნო, ხოლო 369-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში – ფალსიფიკაციის ნაწილში გამართლდნენ. მათ 12 წელი მიესაჯათ.
თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მოსამართლემ მას 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები