გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ იერუსალიმში მაცხოვრის წმინდა საფლავის ეკლესია მოინახულეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ იერუსალიმში მაცხოვრის წმინდა საფლავის ეკლესია მოინახულეს.
სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად გოლგოთის მთაზე მაცხოვრის ჯვარცმის, გარდამოხსნის ადგილები მაცხოვრის საფლავი მოილოცა და ტაძარში არსებული სხვა წმინდა ადგილები მოინახულა.
ქვეყნის პირველ პირს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები