ხვალ სარფი-სენაკის საავტომობილო გზის ბობოყვათის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შეიზღუდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბობოყვათის სარკინიგზო ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო განცხადებას ავრცელებს. როგორც უყწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხვალ 07:00 საათიდან 19:00 საათამდე სარფი-სენაკის საავტომობილო გზის ბობოყვათის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შეიზღუდება.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ბობოყვათის სარკინიგზო ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეიზღუდება გადაადგილება სარფი-სენაკის საავტომობილო გზის ბობოყვათის მონაკვეთზე. მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთის მიმართულებით დაშვებული იქნება შემოვლითი გზით – კინტრიშის ხიდის გავლით. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას. აღნიშნულ მონაკვეთზე განლაგებული იქნება შესაბამისი საინფორმაციო დაფებიც“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები