“სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეს სადისტები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან”!

უკრაინულ საიტზე განთავსებულ კადრებს, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული, უმრავლესობის დეპუტატი, ალექსანდრე თამაზაშვილი ეხმაურება: “სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეს სადისტები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან!
ამ აზრზეა ყველა ჩემი მეგობარი და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი!”,- წერს თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ასახულია საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრები. კადრებში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს სასურველი ჩვენების მიღების სანაცვლოდ აწამებენ და აუპატიურებენ. შემდეგ კი, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ვიდეოში მეგრული საუბარი ისმის, სადაც დაკავებული პირი, აღიარებს, რომ სოხუმიდან ჩამოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდა. ვიდეომასალა უკრაინულმა პორტალმა დღეს გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები