ნანა კაკაბაძე უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულ გაუპატიურების ამსახველ სკანდალურ ვიდეოკადრებს ეხმაურება

მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას საქართველოში წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრებია გადაღებული, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ეხმაურება. როგორც „კვირას“ მან განუცხადა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდა, ეს პირად საუბრებში არა ერთ პატიმარს დაუფიქსირებია. „გადაღებები რომ ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, ეს არა ერთ პატიმარს დაუფიქსირებია. ისინი არ იძახდნენ, რომ მსგავს ვიდეოებს გაუპატიურების დროს იღებდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ღირსების შემლახავი მოპყრობის, წამების დროს ყველაფრის გადაღება ხდებოდა ვიდეოთი და ეს კადრები, რომ არსებობდა, ეს მე ვიცოდი.
რაც შეეხება ახალ ვიდეომასალას, რომელიც დღეს გავრცელდა, ეს კადრები არ მინახავს, მაგრამ გადაღება რომ ხდებოდა არა ერთს მოუყოლია. ყვებოდნენ დეტალურად, თუ როგორ ხდებოდა ეს გადაღება“, – განუცხადა “კვირას” ნანა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ასახულია საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრები, სადაც ჩანს, რომ დაკავებულ პირებს სასურველი ჩვენების მიღების სანაცვლოდ აწამებენ და აუპატიურებენ. შემდეგ კი, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ვიდეოში მეგრული საუბარი ისმის, სადაც დაკავებული პირი, აღიარებს, რომ სოხუმიდან ჩამოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდა.
ვიდეომასალა უკრაინულმა პორტალმა დღეს გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები