ქიბარ ხალვაში: „ხელისუფლების მხრიდან გარანტიების მოძიებას ვერ დავიწყებ, რომ გადავწყვიტო ვიბრძოლო თუ არ ვიბრძოლო“

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომანია „იმედში“ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთა განმარტებები.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა გარანტია, რომ ახლანდელი ხელისუფლება მაშინდელივით არ მოახდენს მასზე ზეწოლას, რომ დაიქვემდებაროს „რუსთავი 2“? – ბიზნესმენა უპასუხა, რომ შეეცდება „რუსთავი 2“ იყოს ობიექტური ტელევიზია. „ამისთვის მე ხელისუფლების მხრიდან გარანტიების მოძიებას ვერ დავიწყებ, რომ გადავწყვიტო ვიბრძოლო თუ არ ვიბრძოლო. თუ ხელისუფლებისგან იქნება წნეხი, შევეცდები, რომ გავუძლო. თავის დროზე ძალიან დიდი დანაშაული ჩავიდინე, როცა არ ვიბრძოლე უფრო ძლიერად იმისთვის, რომ ტელევიზია არ დამეთო სააკაშვილის მოთხოვნის მიუხედავად. მაშინ ვიფიქრე, რომ რაღაცას დავთმობდი და რაღაცას გადავარჩენდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ერთად დამათმობინეს. მე ხელისუფლების გარანტია მექნება თუ არ მექნება, ამის მიხედვით როგორ უნდა მოვიქცე? მე ვერ გავიგე რა გარანტია უნდა ავიღო და ვისგან? ამის გარანტიას ვინ მომცემს?
მეორე მხარე არის ის, რომ თუ შევადარებთ ახლანდელ და ძველ ხელისუფლებას, ძველი ხელიუფლების ისტორიაში არის „რუსთავი 2“-ის რამდენჯერმე წართმევის და დაბრუნების ფაქტი; „იმედის“ დარბევა; ტელეკომპანია „იბერიის“, „მაესტროს“ სხვა წვრილი მაუწყებლების, გაზეთების, სატელიტური გადამცემების და ა.შ. ნგრევა და ტერორი, რაც დღეს არ ხდება. მე ეს მაძლევს იმის გარანტიას, რომ ცოტა უფრო თავისუფლად ვიყო“.

წყარო: FOR.GE

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები