ქიბარ ხალვაში: „თუ დამიჯერებთ და ჩემ სიტყვას ენდობით, ბიძინა ივანიშვილთან მე კონტაქტი არ გამაჩნია“

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას  უარყო, რომ „რუსთავი 2“-ის დაბრუნების პროცესი ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტს, ხალვაშმა განაცხადა: „თუ დამიჯერებთ და ჩემ სიტყვას ენედობით, ბიძინა ივანიშვილთან მე კონტაქტი არ გამაჩნია. მხოლოდ ერთხელ მქონდა კონტაქტი, სამი წლის უკან, როცა ბრიუსელში იყო და ზუსტად 15 თუ 20 წუთი რაღაცაზე ვილაპარაკეთ. მხოლოდ და მხოლოდ თქვა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დადგება და ალბათ, შენ შენს ქონებას დაიბრუნებო, მაგრამ ეს თავისი პირობა, პირობად დარჩა, დღემდე არაფერი არ დამიბრუნებია და აქედან გამომდინარე, მე ჩემთვის ვიბრძვი ჩემი ქონების დასაბრუნებლად. ვერ ვენდობი იმათ პირობებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები