დიმიტრი ქუმსიშვილი “ტრასეკა”-ს გენერალურ მდივანს შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “ტრასეკა”-ს გენერალურ მდივანს მირჩა ციოპრაგას შეხვდა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში თბილისში “ტრასეკა”-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი მირჩა ციოპრაგა იმყოფება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს “ტრასეკა”-ს პროგრამის მნიშვნელობას აბრეშუმის გზის განვითარებაში. “გენერალური მდივნის მიერ აღნიშნულ იქნა ფორუმის უდიდესი მნიშვნელობა რეგიონისთვის სატრანსპორტო-სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. ამასთან, მხარეებმა განიხილეს “ტრასეკას” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები”, – ნათქვამია განცხადებაში. მირჩა ციოპრაგამ ფორუმის ფარგლებში 15 ოქტომბერს პანელში ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის შესახებ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები