ფატუ ბენსუდა: ჰააგის სასამართლო მოწმეების დაცვის მექანიზმზე იმუშავებს

ჰააგის პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო მოწმეების დაცვის მექანიზმზე იმუშავებს.
როგორც პროკურორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურორის სამსახურმა უნდა მოამზადოს შეფასება რომელ მოწმეს რა დაცვა სჭირდება და ეს შეფასების ანგარიში შემდეგ რეგისტრატურის მოწმეთა დაცვის განყოფილებას წარუდგინოს.
“ჩვენ ვფიქრობთ იმ კონკრეტულ მექანიზმზე, თუ როგორ დავიცვათ მოწმეები, ვისთანაც გვექნება კონტაქტი. კერძოდ, ჰააგის სასამართლოში არსებობს რეგისტრატურა და რეგისტრატურაში არის მოწმეთა და დაზარალებულთა განყოფილება. ჩვენ, პროკურორის სამსახურმა უნდა მოვამზადოთ შეფასება რომელ მოწმეს რა დაცვა სჭირდება და ეს შეფასების ანგარიში შემდეგ წარვუდგინოთ რეგისტრატურის მოწმეთა დაცვის განყოფილებას. მოწმეთა დაცვის სხვადასხვა მექანიზმი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური კი არის მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა”, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები