ქართველი „კანონიერი ქურდი“ უკრაინიდან დეპორტირებულია – ფოტო
უკრაინიდან დეპორტირებულია ქართველი „კანონიერი ქურდი“ „გელა ტბილისკი“ (ჯოჯუა). ნიკოლაევსკის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ ქალაქში „კანონიერი ქურდი“ ჩავიდა, რომელიც ბიზნესმენებზე კონტროლის დაწესების მიზნით ადგილობრივ დანაშაულებრივ დაჯფუფებებთან კონტაქტების დამყარებას ცდილობდა.
თუმცა, დანაშაულებრივი გეგმების განხორციელება „გელა ტბილისკიმ“ ვერ შეძლო. „კანონიერი ქურდი“ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და ის ქვეყნიდან დეპორტირებული იქნა. „ინტერპოლის“ ინფორმაციით, ადრე 49 წლის კრიმინალური ავტორიტეტი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშულისთვის არაერთხელ იყო ნასამართლევი.