ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.
პროცესი 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული. საქმის დღევანდელი განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყება.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები კახაბერ ნაკანი, ირაკლი ფირცხალავა, ლევან ბეროძე, გიორგი ცააძე და გრიგოლ კვინიკაძე არიან ბრალდებულები.
დაკავებულებს ბრალად ე.წ. კორტების საქმეზე განზრახ მკვლელობა, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და განზრახ უკანონოდ დაკავება ედებათ. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულია 11 პირი, რომელთა საქმე გაიყო. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განიხილება, ხოლო დანარჩენი 7 სპეცრაზმელის საქმე კი – ცალკე.