მოკლული ლაშა მახარაძისა და გიორგი ოქროპირიძის დედებს შორის ინციდენტი მოხდა – „შენი შვილი ჩალპება ციხეში“
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში, გიორგი ოქროპირიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყების წინ კი, მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძისა და ოქროპირიძის დედას შორის შელაპარაკება მოხდა. ნინო დიდებულიძემ ბრალდებული დედას ნაძირალა უწოდა.
“ნაძირალა ქალი რომ ხარ, უკეთესს რას გაზრდიდი. შენი შვილი ჩალპება ციხეში”, – ამ სიტყვებით მიმართა ნინო დიდებულიძემ ოქროპირიძის დედას.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ პროკურორის, დავით ნეფარიძის აცილება მოითხოვა. ამ წუთებში ადვოკატის შუამდგომლობას, პროკურორის აცილების თაობაზე, თავად დავით ნეფარიძე პასუხობს.