ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება გახდა. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა, დაჭრილი მამაკაცი კი საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები