კახა კახიშვილი: ვინც ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებული ნორმა მას ეხება სასამართლოს უნდა მიმართოს
ვინც ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებული ნორმა მას ეხება, შესაბამის სასამართლოს უნდა მიმართოს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეცვლილი ნორმა შეეხება იმათ, ვის მიმართაც იქნება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია ზოგადად ნორმის გაუქმებაზე.
„ყველა ის მხარე, ვისაც ჰგონია და მიაჩნია, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება გახდეს ახლადაღმოჩენილი გარემოება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლების საკითხში, ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ საერთო სასამართლოს. რამდენი გადაწყვეტილებაც იქნება ასეთი, მათ აღსრულებას დაუყოვნებლივ მოახდენს სასჯელაღსრულების სამინისტრო”, – აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა.