პროკურორი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად დროა საჭირო

თბილისის ყოფილი მერის და ბრალდებულ გიგი უგულავას საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად დროა საჭირო, რადგან მისივე თქმით, იგი სქელყდიანია.
როგორც წიკლაურმა განმარტა, გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროს, პროკურორები სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ და საშუალება არ ჰქონდათ დოკუმენტს გაცნობოდნენ.
„გავეცნობით დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომელიც ფიზიკურად არ გვქონდა და ახლა მოგვცა დაცვამ. გადაწყვეტილება არის სქელტანიანი. გამოქვეყნდა მაშინ, როდესაც ჩვენ სასამართლო პროცესზე ვიყავით. ამას უნდა გავეცნოთ. ასევე, უნდა გავეცნოთ დაცვის მხარის შუამდგომლობას. საკმაოდ ვრცელი მასალებია და როგორც დაცვის მხარე ამბობს, რომ ერთი წინადადება არის, ეს სიმართლე არ არის“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა ორი საათით გადაიდო.
მოსამართლემ სხდომა ორი საათით გადადო და პროცესი 22:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები