სასამართლო კოლეგიამ უგულავას საქმის პროკურორებს ორსაათიანი ვადა მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე პროკურორებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად ორსაათიანი ვადა მისცა.
აღნიშნული შუამდგომლობა 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა, რომლის თქმითაც, ბრალდების მხარეს სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდა და სწორედ აქედან გამომდინარე, სჭირდება დრო დოკუმენტის გასაცნობად.
აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ გააპროტესტა.
სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პროცესი 2 საათში განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები