ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა
ვანო მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გიგი უგულავას პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მერაბიშვილის გაღიზიანება პროკურორ ჯარჯი წიკლაურის შუამდგომლობამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად დრო სჭირდებათ.
“ტელევიზორი არ გაქვთ?! არ გრცხვენიათ?!”, – რამდენჯერმე მიმართა მერაბიშვილმა პროკურორებს და სხდომა მოსამართლის შენიშვნის შემდეგ დატოვა.