უგულავას საქმეზე სასამართლომ პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გიგი უგულავას პროცესზე სასამართლომ პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ მიმდინარე პროცესზე 3 შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლო კოლეგიამ არცერთი არ დააკმაყოფილა.
პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა ჯერ სათადარიგო მოსამართლის ეკა კულულაშვილის აცილება მოითხოვა, რომელმაც საქართველოში არყოფნის გამო ლიანა ორკოდაშვილი ჩაანაცვლა. ამის შემდეგ კი 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღის გადმოწევის განჩინება მოითხოვა. მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება.
პროკურორის მესამე შუამდგომლობა კი თბილისის საქალაქო სასამართლოს აცილებასა და საკითხის სააპელაციო სასამართლოში განხილვის აცილებას შეეხებოდა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.
ამ წუთებში პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები