ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე გიგი უგულავას გათავისუფლება მოითხოვა
საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ვანო მერაბიშვილი დედაქალაქის ექს მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას მოითხოვს.
შესაბამისი განცხადება მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი განიხილება.
„დღეს გიგი თუ არ გათავისუფლდა, ეს იქნება არნახული ფაქტი“, – აცხადებს მერაბიშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბრალდებული ვანო მერაბიშვილი გიგი უგულავასთან საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე მიიყვანეს. ვანო მერაბიშვილი ბრალდებულია 7 ნოემბრის საქმეზეც, ხოლო გიგი უგულვას ხელახალი 9-თვიანი პატიმრობა სწორედ ამ საქმეზე აქვს შეფარდებული.