გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო

რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და “იმედის” საქმეზე ბრალდებულების – გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის პროკურორის გიგა ძნელაძის განცხადებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე აბსოლუტურად აბსურდულია.
იგი გამოეხმაურა დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომელმაც დღევანდელ პროცესზე რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის მოსამართლისგან მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პატიმრობის შეწყვეტის საკითხის განხილვა.
პროკურორმა განმარტა, რომ უშუალოდ ამ საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება არ აქვს შეფარდებული, შესაბამისად, სასამართლოს ეს შემადგენლობა ვერ იმსჯელებს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ან გაუქმებაზე.
“შუამდგომლობა არის აბსურდული, რადგან ამ საქმეზე უგულავას პატიმრობა შეფარდებული არ აქვს, ამ შემადგენლობამ შესაძლოა, იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და არა გაუქმებაზე ან შეცვლაზე. ამაზე ჩანიშნულია სხვა პროცესი და სწორედ იმ პროცესზე განიხილება ეს საკითხი, – განაცხადა პროკურორმა გიგა ძნელაძემ.
მისი თქმით, მოსამართლემ პროცესი გონივრული ვადით ხვალ, 12.00 საათამდე გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები