სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სამი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სამი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, „რუსთავი 2“-ის ადვოკატები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას, საქმის კოლეგიური წესით, სამი მოსამართლის მიერ განხილვასა და ზეპირი მოსმენის წესით განხილვას ითხოვდნენ.
სასამართლო პროცესს თავად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში არ ესწრებოდა.
პროცესზე იმყოფება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც აცხადებს, რომ დღევანდელი სხდომის აზრს ვერ ხვდება.