მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რამდენიმე დღის წინ 11274,3 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე აღნიშნული ფაქტი “თბილისის აეროპორტი” აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ი.-ს ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა.
ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ბ.ვ.-ის ხელბარგში აღმოჩნდა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 9123.18 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ორივე მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა, შესაბამისად, 11274,3 ლარისა და 9123,18 ლარის ოდენობით.
ანალოგიური ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 სექტემბერს, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “ყაზბეგი”. რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ი.-ის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ 4833,03 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4833,03 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები