„სარფის“ საბაჟოზე ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სარფი,“ ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 145 აბი Lyrica, 247 აბი Alprazolam Sandoz, 42 აბი Noctamide – ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი ეს მედიკამენტები აღმოაჩინეს მათ თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ, საფრანგეთში რეგისტრირებულ OPEL-ის მარკის ავტომანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ჰ.კ. მართავდა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შსს ა/რ მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
იმავე დღეს, სგპ „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ა.ს., რომლის კუთვნილი ავტომანქანის რისკის პროფილის მიხედვით დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL – 5 აბი (200 მგ-იანი) აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს.