გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოქალაქე ანკესზე მიმაგრებული სახლართი ბადით თევზაობდა. თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმი შეადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები