გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის დროს ერთი პირი დააკავეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის დროს, კერძოდ, კვერცხებისა და პამიდვრების სროლისთვის ერთი პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული კოდექსის 166 -ე მუხლით ერთი პირი დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
დაკავებული ქალაქ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაშია, საიდანაც მოგვიანებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები