გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი დაიწყო, სადაც ბრალდებულებს – გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილს „თბილსერვისისა“ და რიყის პარკის გასხვისება ბრალდებათ.
საქალაქო სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგეს გიგი უგულავას ადვოკატი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სხდომაზე მისი სიტყვით გამოსვლა კონსტიტუციის დაღვევით პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას თანხლებით არ მოუწევს.
ადვოკატი ამბობს, რომ გიგი უგულავა უნდა განთავისუფლდეს. სხდომას გიგი უგულავაც ესწრება. ის უკვე მიიყვანეს საქალაქო სასამართლოში.
რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შეიტანა განცხადება, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლებადამცველები სასამართლოსგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განცხადების შესახებ გადაწყვეტილების დროულ მიღებას ითხოვს. კერძოდ, საუბარია გიგი უგულავას გათავისუფლებაზე. თუმცა გიგი უგულავას ადვოკატები ამბობენ, რომ ამ განცხადებით საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა არ იყო, რადგან კანონი აღნიშნულს არ მოითხოვს.
შეგახსენებთ, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ “ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის პროკურორმა გიგა ძნელაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღევანდელ სასამართლო სხდომასთან არანაირი სამართლებრივი შემხებლობა არ აქვს.

12033302_1012289012126925_619862964_n

12042018_1012288972126929_1181136971_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები