„თბილისში პარლამენტის გადმოტანა პოლიტიკურ ცხოვრებას გააიოლებს“

    საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკონსტიტუციო კონსენსუსს დროულად მიაღწიონ. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თბილისში პარლამენტის გადმოტანა პოლიტიკურ ცხოვრებას ბევრად გააიოლებს.
“მიმაჩნია, რომ თბილისში პარლამენტის გადმოტანა პოლიტიკურ ცხოვრებას ბევრად გააიოლებს, ბევრი საკითხი, რომელიც კანონების მიღებას, მთავრობასთან აქტიურ კონსულტაციებს უკავშირდება, ბევრად უფრო იოლად განხორციელდება თბილისში. მოვუწოდებ დეპუტატებს, რომ მიიღონ საკონსტიტუციო კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით და მისცენ პარლამენტს შესაძლებლობა, იფუნქციონიროს დედაქალაქში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები