ევროკომისიამ ევროსაბჭოს საქართველოს შესახებ მიმართა

   ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს წინადადებით მიმართა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე, მისი დროებითი ამოქმედების თაობაზე – ამის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ევროკავშირის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერისთვის აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ხელმოწერისა და შეთანხმების დროებითი ამოქმედების თაობაზე. ევროკომისიის წინადადების მიხედვით, შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე ამოქმედდება შეთანხმების უდიდესი ნაწილი. დროებითი გამოყენება შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის მუხლებს, ასევე, დარგობრივი თანამშრომლობის თავების უმრავლესობას და შეთანხმების რამდენიმე სხვა მუხლს.
“საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ მიზანს წარმოადგენს „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერა არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოში“,-აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები