პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში ღონისძიებებს მომავალშიც გამართავს

      პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ავლაბრის რეზიდენციას სხვადასხვა ტიპის ოფიციალური ღონისძიებებისა თუ შეხვედრებისთვის მომავალშიც აუცილებლად გამოიყენებს.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში განთავსებულ ორ პატარა ოთახში 7 ელჩს ვერ მიიღებდა.
“რაც შეეხება ჩემს დღევანდელ შეხვედრებს ავლაბრის სასახლეში, 7 ელჩის სიგელების მიღება, ბუნებრივია, ვერ განხორციელდებოდა იმ ორ ოთახში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციაში მიკავია. ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები, ასევე სხვა ტიპის შეხვედრები გაიმართება ხოლმე იმ ადგილას, რომელიც ამისთვის თავიდანვე იყო განკუთვნილი. შემიძლია ისიც ვთქვა, თავიდან ბევრად უფრო იოლად მეგონა, რომ მოხერხდებოდა ამ ტიპის ცერემონიალური საკითხების განხორციელება იმ სივრცეში, სადაც ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენეთ და მომავალშიც გამოვიყენებთ ამ სივრცეს იმ დანიშნულებისადმი, რომელიც დაგვჭირდება”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ელჩები მიიღო, სადაც არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები