საქართველოს მოქალაქეს CODEIN-ის შემცველი მედიკამენტი ПИРАЛГИН-ი (80 აბი) აღმოაჩნდა

“სადახლო-საავტომობილოზე” ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანა აღიკვეთა.
როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო – გამშვები პუნქტის “სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქე ჯ.ქ. შემოვიდა, რომლის კუთვნილ ბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერება CODEIN-ის შემცველი მედიკამენტი ПИРАЛГИН-ი (80 აბი) აღმოაჩინეს.
იმავე საბაჟო – გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქე მ.უ.-ს ნარკოტიკული ნივთიერება თღAMADOL-ის შემცველი მედიკამენტი TRAMADOL/PARAჩETAMOL-ი (8 აბი) აღმოუჩინეს.
როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს მარნეულის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები