მებაჟე ოფიცრებმა უკანონოდ შემოტანილი აპარატურა აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მორიგი ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, რუსეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ხ. ტ.-ის კუთვნილ ბარგში, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანის გაზის აპარატურის 28 კომპლექტი აღმოაჩინეს. საქონელი ამოღებული იყო მუყაოს ყუთებიდან და დაშლილ მდგომარეობაში გადანაწილებული იყო სხვადასხვა ჩანთაში. არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 13254,81 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 13254,81 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები